Nick Cave & The Bad Seeds

სანამ ალბომი იტვირთებოდა, ვფიქრობდი რა უნდა დავწერო მეთქი იმ მუსიკოსზე, რომელიც რაღაცნაირად “პრივატიზებული” მაქვს და ზედმეტად ინტიმურია ჩემთვის.. საერთოდ გაზიარებაც იშვიათად მინდება ქეივის მუსიკის.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ლაშა გაბუნიამ, ჯერ კიდევ ახალბედა მელომანს, 2 დისკიანი მპ3 მაჩუქა, რომელზეც ქეივის “Bad Seeds”-ის პერიოდის სრული დისკოგრაფია იყო.
მახსოვს, თავიდან ყველაზე მეტად ალბომი “The Boatman’s Call” მომეწონა.. ძველი ალბომები ვერ აღვიქვი როგორც მოსალოდნელი იყო.
ვფიქრობ ხოლმე, ნიკუშას (ასე ვეძახი :D ) მუსიკა ისეთია, რაღაცისგან გაქცეული რომ უნდა შეეფარო და დანგრევის მაგივრად აშენებაზე იფიქრო მეთქი.. მართლა ასეთია…
ჩემი ყველაზე საყვარელი ალბომი მაინც 2001 წლის “No More Shall We Part” არის, თუმცა საუბარიც ზედმეტია იმაზე, რომ სხვები არ მომწონს ან ასე შემდეგ – ყველა მიყვარს! განსაკუთრებით 1988 წლის “Tender Pray”-დან დაწყებული 2004-ში გამოსული ორ ნაწილიანი “Abattoir Blues – The Lyre of Orpheus”-ით დამთავრებული.
ცალკე აღნიშვნის საგანია მისი ჯგუფი The Birthday Party, რომელიც შედარებით მძიმე პოსტ-პანკ ჟღერადობით გამოირჩეოდა.
მუსიკის გარდა რომ ნიკმა ლექსის წერაც იცის და რომანებისაც, ეს კიდევ ცალკე ამბავია. ლექსთან დაკავშირებით ამ ალბომითაც დარწმუნდებით და რომანებს რაც შეეხება ჯერჯერობით მხოლოდ ამაზონზე თუ იყიდით ან ვინმეს გამოაგზავნინებთ, თბილისში ეგეთი რამეები ყლეზე კიდიათ.
გარდა ამი ყველაფრისა, ის მსახიობიც არის და მოყვარული რეჟისორიც.

ალბომში “No More Shall We Part”, ქეივური სევდა და ოპტიმიზმი ერთმანეთს ერწყმის, არც ერთი ხმაურიანი სიმღერა, მხოლოდ ულამაზესი ბალადები.. ამას ზემოდან ემატება შესანიშნავი ლირიკა და ჯამში ვიღებთ ნამუშევარს, რომელსაც კიდევ მრავალჯერ დაუბრუნდება მსმენელი. გარდა ამისა, ამ ალბომს ერთგვარ “გამცილებლადაც” ვთვლი ქეივის შემოქმედებაში.

პ.ს. ამ ალბომზე რეკორდი მაქვს, ყველაზე მეტჯერ ეს მაქვს მოსმენილი, საერთოდ მთელი მუსიკიდან.

2001 – No More Shall We Part

1. “As I Sat Sadly by Her Side”
2. “And No More Shall We Part”
3. “Hallelujah”
4. “Love Letter”
5. “Fifteen Feet of Pure White Snow”
6. “God Is in the House”
7. “Oh My Lord”
8. “Sweetheart Come”
9. “The Sorrowful Wife”
10. “We Came Along This Road”
11. “Gates to the Garden”
12. “Darker with the Day”

http://www.link.ge/file/312330/2001—No-More-Shall-We-Part.zip.html

Advertisement

2 responses to this post.

  1. არ მევასება.

    Reply

  2. მეც ნიკუშას ვეძახი.
    ძმა არი ჩემი :)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.