მოკლედ.. ვაღიარებ, რომ წლები დამჭირდა იმისთვის, რომ მეთქვა ბოუის მსმენელი ვარ მეთქი (მხოლოდ “The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mar”s მიყვარდა). რა თქმა უნდა იმას არ ვგულისხმობ, რომ ეს ჩემი თვითმიზანი იყო, უბრალოდ ვერ ვამუღამებდი და Just “კაი ტიპი” ძველი თაობის მელომანების ახირებად ვთვლიდი (განსაკუთრებით მის პოპურ ალბომებს).
ნელ-ნელა მივუხვდი მუღამს და ამაში დამეხმარა 93 წელს ჩაწერილი ალბომი “Black Tie, White Noise”. არ ვიცი, ალბათ სიტუაციამ და ხასიათმაც შემიწყო ხელი, მაგრამ იმის მერე ეს ალბომი აღარ გამომირთავს, ყოველდღე ვუსმენდი (დღეს დილითაც მოვუსმინე).
ამ ალბომს ნაკლს უბრალოდ ვერ უპოვნის კაცი, მითუმეტეს თუ პრეტენზიულ პოპთან პრობლემები ნაკლებად აქვს.
მოკლედ, ეს ალბომი გახდა ჩემი Guide to David Bowie, რის შემდეგაც წავედი უკან და მივადექი გვიან 70-იანებს, “Low”, “Lodger”, “Heroes”, უფრო უკან “Aladdin Sane”, “The Man Who Sold the World”..
შემდეგ წამოვედი წინ და “Scary Monsters”, ” Let’s Dance”, ” Outside” (ეს მანამდეც მომწონდა), “Earthling” (ეს ალბომი გაძეძგილია DNB/Jungle-ით, ძნელი წარმოსადგენია ჩემთვის, ამხელა მასშტაბებზე გასვლა), ” Heathen”, “Let’s Dance” მოვისმინე და რასაც ქვია ბოლომდე გამეხსნა.
დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ 9-10ალბომი შედევრია, დანარჩენები კი უბრალოდ უმაღლესი დონის ალბომები.
გარდა ამისა ცალკე უნდა აღინიშნოს მისი ჯგუფი Tin Machine, თავისი ორი უძლიერესი ალბომით. განსაკუთრებით მეორე.
ნუ იჩქარებთ მოკლედ, ყველაფერი თავისით მოვა.
“I Hate Fuckin’ Bowie” © Ian Curtis

Posted by nana on February 24, 2010 at 10:20 am
მე ახლაც ვერ ვუსმენ, ალბათ, იმიტომ, რომ არ მიცდია
)
Posted by Kate on February 25, 2010 at 2:29 am
ისეთი პოსტი იყო, ვიფიქრე, ამეტირებამეთქი.
არადა ბოუის ადრე ვერც მე ვუმუღამებდი.
მეც მეგონა, რომ “ძველების” საყვარელი მომღერალია და მეტი არაფერი.
მაგრამ thursday’s child-ს რომ ვუსმენ, არვიცი რა მემართება.
Ashes To Ashes ხომ საერთოდ არვიცი რაოდენ მაგარია.
ისევე, როგორც Life On Mars და The Man Who Sold The World.
დიდად მეც არ ვიცნობ მის სიმღერებს. მაგრამ მაინც…
Posted by goodplaceformusic on February 26, 2010 at 1:17 pm
ხო, ჰიტები გცოდნია.. ეგენი ყველას მოსწონს. აბა ალბომებს მოუსმინე (განსაკუთრებით Low, Lodger, Heroes)
Posted by sabachka on June 6, 2010 at 8:33 am
vaa devid boui,12 wlidan chemi sayvareli musikosia